ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსტეტის ბიბლიოთეკა იწყებს საბავშვო მწერლებთან შეხვედრების ციკლს სკოლის მოსწავლეებისთვის. 30 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მოწვევით 137-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებს, საბავშვო მწერალმა მაია კარსელმა უმასპინძლა. მწერალმა მოსწავლეებს გააცნო თავისი შემოქმედება, წაუკითხა დსკუთარი ლექსები, მოთხრობები, სახალისო გამოცანები და ესაუბრა წიგნის სიყვარულზე.
მოსწავლეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ წიგნებს.